მანძილი: 6 კმ.
ხანგრძლივობა: 2-3 საათი
სირთულე: საფეხმავლო, მარტივი სირთულის.
მთავარი ღირსშესანიშნაობები: დადიანების ტყე-პარკი, დადიანების სასახლის ნანგრევები, კარის ეკლესია, ოკაცეს კანიონი, კლდეზე დაკიდული ბილიკი, პანორამული გადასახედი, ფრინველებზე დაკვირვება და ენდემური მცენარეების დათვალიერება.
მარშრუტი იწყება ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან, რომელიც სოფელ გორდში მდებარეობს. ქვით მოკირწყლული 2300 მ. სიგრძის ბილიკი გაივლის დადიანების ისტორიულ ტყე-პაკს და მიდის ოკაცეს კანიონში არსებულ გამშვებ პუნკტთან, საიდნაც იწყება 780 მ. სიგრძის კიდული ბილიკი. მის გასავლელად 989 ჩამავალი და აღმავალი კიბის საფეხურის გავლაა საჭირო. კიდული ბილიკი მთავრდება 20 მ. სიგრძის პანორამული გადასახედით, სადაც დამონდაჟებულია სმრტ-სელფის აპარატი და სურვილის შეთხვევაში 2 ლარად შესაძლებელია ფოტოსურათის გადაღება. კიდული ბილიკიდან გამშვებ პუნქტამდე მიდის 645 მ. სიგრძის ქვით მოკირწყლული ბილიკი. გამშვები პუნქტიდან ვიზიტორთა ცენტრში ვბრუნდებით იმავე ბილიკით.
სურვილის შემთხვევაში ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე შესაძლებელია მისვლა მაღალი გამავლობის ავტომობილით ან ტაქსით.
ვიზიტორთა ცენტრში არის კაფეტერია, სუვენირების მაღაზია და შემნახველი საკანი მიმდებარედ მოწყობილია ავტომობილის გასაჩერებელი მოედანი.
ბილეთებს შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრში
საკონტაქტო ინფორმაცია:
სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 595 03 60 47
ელ. ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com
Facebook: სამეგრელოს და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია
