ტურისტული მარშრუტები:
მანძილი: საფეხმავლო - 1420 მ, სანაოსნო - 380 მ.
ხანგრძლივობა: საფეხმავლო - 1 სთ, სანაოსნო - 15 წთ.
სირთულე: საშუალო სირთულის
მთავარი ღირსშესანიშნაობები: კარსტული მღვიმე, სანაოსნო მონაკვეთი კარსტულ მღვიმეში.
მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და გრძელდება კარსტულ მღვიმეში, ვიზიტორთათვის განკუთვნილი საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან: არგონავტების დარბაზი, კოლხეთის დარბაზი, მედეას დარბაზი, სიყვარულის დარბაზი, პრომეტეს დარბაზი და საქართველოს, ანუ იბერიის დარბაზი. ქვეითი ბილიკის გავლის სემდეგ ვიზიტორებს შესაზლებლობა აქვთ ისარგებლონ სანაოსნო ტურით, მღვიმეში გამდინარე ნაკადზე, რომელსაც მდინარე ყუმი წარმოქმნის.
სანაოსნო მონაკვეთით სარგებლობა ნებაყოფლობითია და დამატებითი თანხა ღირს. მღვიმიდან გამოსვლა შესაძლებელია როგორც ქვეითი, ასევე სანაოსნო გზით.
პრომეთეს მღვიმე მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
პრომეთეს მღვიმე
ტელეფონი: +995 577 10 14 17
ელ. ფოსტა: likakapanadze2014@gmail.com
Facebook: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები/Imereti Caves Protected Areas
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელეფონი: +995 577 90 72 72; 2 72 03 88. 153
ელ.ფოსტა: info@apa.gov.ge
Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge
