ჭაჭუნას აღკვეთილი

ჭაჭუნას აღკვეთილი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. აღკვეთილი ძირითადად წარმოდგენილია არიდული და სემიარიდული ტიპის ფლორითა და ფაუნით. ჭალის ტყეებისა და არიდულ-სემიარიდული სისტემებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტებისა და მცენარეულობის ერთობლიობა ხელს უწყობს აღკვეთილის ფაუნის მრავალფეროვნებას.

ვიზიტორთათვის საინტერესოა არიდული და სემიარიდული ეკოსისტემისათვის დამახასიათებელი უნიკალური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების გაცნობა. აქვე მოწყობილია ე.წ. „სამზირები“ ფრინველებზე დასაკვირვებლად.  

ღამის გათევა შესაძლებელია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სასტუმრო ნომრებში და დედოფლისწყაროს საოჯახო სასტუმროებში

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჭაჭუნას აღკვეთილი

ტელეფონი: +995 595 03 96 28

ელ. ფოსტა: natiazurashvili32@gmail.com

www.apa.ge

Facebook: ჭაჭუნას აღკვეთილი/Chachuna Nature Reserve

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი: +995 577 90 72 72;  2 72 03 88; 153

ელ.ფოსტა: info@apa.gov.ge

www.apa.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge