მანძილი: 14 კმ (საფეხმავლო 1 კმ.)
ხანგრძლივობა: ავტომობილით - 2 საათი / ფეხით - 1 დღე
სირთულე: საავტომობილო ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, მარტივი სირთულის.
მთავარი ღირსშესანიშნაობები: 125 მ სიმაღლის სამ კასკადიანი ჩანჩქერი და ენდემური მცენარეების დათვალიერება.
მარშრუტი იწყება ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან და საავტომობილო გზით მიდის სოფელ ზედა კინჩხამდე, სადაც მოწყობილია ავტომობილის გასაჩერებელი მოედანი. აქედან ჩანჩქერამდე მიდის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მიუყვება მდინარე ოკაცეს მარცხენა ნაპირს. ბილიკი მთავრდება ოკაცეს ჩანჩქერის პირველი კასკადის თავთან, საიდანაც იშლება ხედი მდინარე ოკაცეს ხეობაზე.
