მანძილი: 1,2 კმ.
ხანგრძლივობა: 1,5 სთ
სირთულე: საფეხმავლო, მარტივი
მარშრუტი იწყება მდინარე კინტრიშის ქვის თაღოვანი ულამაზესი ხიდიდან. ეს ნაგებობა მიეკუთვნება ქვით მშენებლობის განვითარების მეორე პერიოდს (XI-XII სს.) და ითვლება რუსთაველის ეპოქის ძეგლად. ქვის თაღოვანი ხიდიდან ბილიკი გრძელდება ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე. ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ უძველესი ღვინის ქვევრები. ბზების კორომები და ჩანჩქერი.
ბილიკზე ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ იქვე არსებული თავშესაფრით, საპიკნიკე და საკარვე ადგილებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კინტრიშის დაცული ტერიტორიები
ტელ: +995 577 59 21 12;
ელ-ფოსტა: kintrishis@gmail.com
Facebook: კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas
