კინტრიშის დაცული ტერიტორიები 1959 წელს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსით შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 13 893 ჰა-ს შეადგენს. დაცული ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. 2007 წელს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა დაცული ლანდშაფტი. სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია 10 703 ჰა, ხოლო დაცული ლანდშაფტის - 3 190 ჰა.
ტერიტორია მდიდარია ფოთლოვანი ტყეებით, ხოლო მცირე ფართობები უჭირავს წიწვოვნებს. აქვე მრავლადაა შქერი, იელი და მთებზე შეფენილი დეკა. ზ.დ-დან 1 900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს ულამაზესი ტბა - ტბიყელი. მდინარე კინტრიში მდიდარია კალმახით, ტყეებში შველი, მაღალ ადგილებში კი არჩვი და კავკასიური როჭო ბინადრობს.
კინტრიშის დაცული ტერიტორიების ორ ტურისტულ მარშრუტზე ვიზიტორებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ როგორც ფეხით, ასევე ცხენით. ტურისტული მარშრუტები მდებარეობს ზ.დ-დან 300-2000 მ-ის სიმაღლეზე. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კინტრიშის დაცული ტერიტორიები
ტელ: +995 577 59 21 12;
ელ-ფოსტა: kintrishis@gmail.com
Facebook: კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელეფონი: +995 577 90 72 72; 2 72 03 88, 153
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge
Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge
