უთხოვარი და ტბა ტბიყელი

მანძილი: 32კმ.

ხანგრძლივობა: 2 დღე

ირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო სირთულის

მთავარი ღირსშესანიშნაობები: დიდხნოვანი უთხოვარი, ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევები, ტბა ტბიყელი

მარშრუტი იწყება ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფრიდან, სოფ. დიდვაკეში და მიემართება დიდხნოვანი უთხოვრისაკენ, რომელიც მესამეული პერიოდის ერთ-ერთი რელიქტური სახეობაა და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. უთხოვარი ერთადერთი წიწვოვანი სახეობაა, რომლის ნაყოფიც არ არის გირჩი.

შემდეგ მარშრუტი გრძელდება ხინოწმინდის (VIII-IX სს) ეკლესიის ნანგრევებისაკენ. ზომების მიხედვით (18X10) შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ეკლესია თავის დროზე შედარებით დიდ ნაგებობას წარმოადგენდა. ვიზიტორებს შეუძლიათ შეისვენონ და ისარგებლონ საპიკნიკე ადგილით.

შესვენების შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ გზა განაგრძონ ტბიყელის ტბისაკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1,900-2,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბას აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა და მისი სიღრმე 7-8 მეტრია. ტბა ზამთარში იფარება თოვლით და ყინულით, ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის სიგრძე ეკლესიის ნანგრევებიდან ტბამდე შეადგენს 12 კმ-ს.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ვიზიტორთა თავშესაფარი 6 ადგილიანია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კინტრიშის დაცული ტერიტორიები

ტელ: +995 577 59 21 12;

ელ-ფოსტა:  kintrishis@gmail.com

Facebook: კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas

<< უკან დაბრუნება