კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე  ნაბადისა და ჭურიის  უბნის მიმდებარე  აკვატორიის ნაწილს  და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორის მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. მისი საერთო ფართობია 44599,8 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურებს პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის და ჭურიის ხეობაში, ასევე სპორტულ თევზჭერასა და ფრინველებზე დაკვირვებას მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კოლხეთის ეროვნული პარკი

ტელეფონი: 577 10 18 37; 591 96 87 85

ელ.ფოსტა: khatkatsarava@gmail.com;

www.apa.ge

Facebook: კოლხეთის ეროვნული პარკი /  Kolkheti National Park

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი: +995 577 90 72 72;  2 72 03 88; 153

ელ.ფოსტა: info@apa.gov.ge

www.apa.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge