მანძილი: 18 კმ
ხანგრძლივობა: 3 სთ
მთავარი ღირსშესანიშნაობები:პალიასტომის ტბა, რელიქტური კოლხური ტყეები, დუმფარების „ზეწრები“.
მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის შესასვლელიდან და გაივლისპალიასტომის ტბის ულამაზესი ნაპირებსა და მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაცი ხედებს.მდინარის ნაპირზე მოწყობილი დასასვენებელი ადგილიდან შესაძლებელია იქ გავრცელებულ ჭარბტენიან კოლხურ რელიქტურ ტყეებზე დაკვირვება, წყლისა და ჭაობის ფრინველების, მდორე წყლების დუმფარის ე.წ. „ზეწრების“ დათვალიერება. აქვე შეიძლება კაიაკებით გასეირნება. მდინარე ფიჩორზე ასევე დაშვებულია სპორტული თევზაობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კოლხეთის ეროვნული პარკი
ტელეფონი: 577 10 18 37; 591 96 87 85
ელ.ფოსტა: khatkatsarava@gmail.com;
Facebook: კოლხეთის ეროვნული პარკი / Kolkheti National Park
