ცივწყაროს ბილიკი

მანძილი: 16 კმ

ხანგრძლივობა: 2 დღე

სირთულე: საშუალო

მთავარი ღირსშესანიშნაობები: კოლხური შერეული ტყე.

ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. “ცივწყაროს ბილიკი” გამოირჩევაFუნიკალური ფლორითა და ფაუნით. ზღვის დონიდან 300-800მ გვხვდება შერეული ფართოფოთლოვანი ტყე თხმელის, წაბლის, ცაცხვის, რცხილის ხეებითა და მოცვისა და მაყვალის ქვეტყით. ცხოველთა სახეობებით განსაკუთრებულად მდიდარ მტირალაზე მაღალია  არჩვის, შვლის, გარეული ღორის,  მურა დათვისა და  ფაუნის სხვა წარმომადგენელის ნაკვალევის ნახვის ალბათობა.

შუაგულ ტყეში ვიზიტორებისათვის მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი 8 კაცზე (საჭიროა საძილე ტომარა) სველი წერტილით, ჰელიო სისტემით, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილებით.

მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება საუკუნოვანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში. მათ სიახლოვეს მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. მარშრუტზე ძირითადად გვხვდება ხელუხლებელი ტყე, სადაც შეიძლება მოეწყოს სამეცნიერო დაკვირვებები ფლორასა და ფაუნაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 89

ელ. ფოსტა: makharadze22@gmail.com

www.apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/MtiralaNationalPark

<< უკან დაბრუნება