წაბლნარის ბილიკი

მანძილი: 7კმ (საფეხმავლო)

ხანგრძლივობა: 1 დღე

სირთულე: მარტივი

მთავარი ღირსშესანიშნაობები: კოლხური ტყე, ტბა და წაბლნარის ჩანჩქერი.

მარშრუტი ზღვის დონიდან 265-442 მ-ზე მდებარეობს და  სოფ. ჩაქვისთავში ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა. ბილიკი  ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას აერთიანებს.

ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 3.5 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ 15-მეტრიან ჩანჩქერს შეხვდებით. ჩანჩქერთან მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილები. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის კალმახებით მდიდარ მორევს (ტბას). მდინარის ნაპირას განთავსებულია საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილი. ამავე ბილიკზე ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი ტურისტული ექსტრემალური სერვისით  - 220-მეტრიანი ზიპლაინით.  ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 89

ელ. ფოსტა: makharadze22@gmail.com

www.apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/MtiralaNationalPark

<< უკან დაბრუნება