მარშრუტი 3. მამკოდის რთული მარშრუტი

მანძილი: 44 კმ

გზის საფარი: გრუნტი

სირთულე: რთული, ველო ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობები: წმ. გიორგის ტაძარი, წმ. მარიამის მონასტერი, პანორამული ხედები.

ეს მარშრუტი შეიძლება მივიჩნიოთ რთულად როგორც მანძილის თვალსაზრისით, ისე მის შუა ნაწილში ტექნიკურად რთულად დასაშვები დაღმართებით.

ის იწყება აღმართით, უხვევს მარჯვნივ მამკოდის ეკლესიისკენ და აღმართითვე მამკოდის მთის მწვერვალამდე ადის. აქედან აღმოსავლეთით შესაძლებელია წმ. გიორგის ეკლესიამდე ძველი ტყის გზის გავლით მისვლა. შემდეგ გზა კვეთს მდინარეს და წმ. გიორგის ეკლესიამდე მიუყვება აღმართს, რომლის სიმაღლეც რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს.

მოხრეშილი გზა ჯერ 4.5 კმ. აღმართია, შემდეგ კი მეტად ლამაზი და გრძელი დაღმართი რამდენიმე ტექნიკური გადასასვლელით, რომლებიც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას იძლევა, რასაც სათანადოდ შეაფასებენ როგორც ნაკლებად გამოცდილი ველოტურისტები, ისე შედარებით გამოცდილებიც. შემდეგ, ბილიკი კვლავ დაღმართისკენ მიემართება წმ. მარიამის სახ. მონასტრამდე, სადაც წყაროცაა და პიკნიკის მოწყობის შესაძლებლობაც.

კიდევ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, დაღმართი ველოტურისტებს სოფ. ნორიოს ჩრდილოეთ ნაწილამდე მიიყვანს, სადაც ბილიკი მარჯვნივ უხვევს და აღმართით მამკოდის მთის მწვერვალამდე ადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბობა შეგიძლიათ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 64 04 74

ელ. ფოსტა: lasha.meladze.85@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თბილისის ეროვნული პარკი / Tbilisi National Park