მარშრუტი 2. მამკოდის საშუალო სირთულის მარშრუტი

მანძილი: 38კმ

გზის საფარი: 8 კმ - ასფალტი, 30 კმ - გრუნტი.

სირთულე: საშუალო სირთულის, საფეხმავლო, ველო ბილიკი

მთავარი ღირსშესანიშნაობები: წმ. გიორგის ტაძარი, წმ. მარიამის მონასტერი, პანორამული ხედები.

ტური აღმართით იწყება, რომელიც სოფ. ცხვარიჭამიისკენ მიემართება. პირველი რვა კილომეტრის შემდეგ ასფალტს გრუნტი ენაცვლება, გზა უხვევს მარჯვნივ, სატყეო მეურნეობის გასწვრივ და ჯერ წმ. გიორგის ტაძრის, შემდეგ კი წმ. მარიამის სახ. მონასტრის მიმართულებით მიდის. მომდევნო 4.5 კმ. მანძილზე მოხრეშილი გზა ჯერ აღმართს მიუყვება, შემდეგ კი მეტად ლამაზ და გრძელ დაღმარზე ეშვება რამდენიმე ტექნიკური გადასასვლელით, რომლებიც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას იძლევა, რასაც სათანადოდ შეაფასებენ როგორც ნაკლებად გამოცდილი ველოტურისტები, ისე შედარებით გამოცდილებიც. შემდეგ ბილიკი კვლავ დაღმართისკენ მიემართება წმ. მარიამის სახ. მონასტრამდე, სადაც წყაროცაა და პიკნიკის მოწყობის შესაძლებლობაც.

კიდევ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, დაღმართი ველოტურისტებს სოფ. ნორიოს ჩრდილოეთ ნაწილამდე მიიყვანს, სადაც ბილიკი მარჯვნივ უხვევს და აღმართით მამკოდის მთის მწვერვალამდე ადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბობა შეგიძლიათ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 64 04 74

ელ. ფოსტა: lasha.meladze.85@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თბილისის ეროვნული პარკი / Tbilisi National Park