ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რომელთა სტატუსიც აღიარებულია რამსარის კონვენციით. აღნიშნული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის, ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ვიზიტორთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქობულეთი დაცული ტერიტორიები

ტელ: +995 577 10 18 97

ელ-ფოსტა:  knrispani@gmail.com    

Facebook: ქობულეთის დაცული ტერიტორიები /  Kobuleti Protected Areas

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი:  +995 577 90 72 72; 2 72 03 88, 153

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge 

www.apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge