დროზერა

მანძილი: 1 კმ.

ხანგრძლივობა: 1.5 სთ

ირთულე: საფეხმავლო, მარტივი

ბილიკი მიმართება სახელმწიფო ნაკრძალის სამხრეთ დასავლეთით, გადასასვლელი ხიდით გადადის ე.წ „სმეკალოვკის“ არხზე და გრძელდება ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მიმართულებით. ქობულეთის აღკვეთილში ისპანი I-ის ტერიტორიაზე შესაძლებელია სფაგნუმის ბალიშებზე მოზარდი მცენარეების - მწერიჭამია დროზერას, ჩრდილოეთის ისლის, კავკასიისა და თეთრი რინხოსპორას, ულამაზესი ჯადვარის, მაისის თვეში აყვავებული შქერის, იელის და სამეფო გვიმრის ნახვა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქობულეთი დაცული ტერიტორიები

ტელ: +995 577 10 18 97

ელ-ფოსტა:  knrispani@gmail.com    

Facebook: ქობულეთის დაცული ტერიტორიები /  Kobuleti Protected Areas