მანძილი: 1 კმ.
ხანგრძლივობა: 1.5 სთ
სირთულე: საფეხმავლო, მარტივი
მარშრუტი ტერიტორიის შესასვლელიდან მიემართება გადასახედ კოშკამდე. შემდეგ, მდინარე შავ ღელეზე გადასასვლელი ხიდიდან, ჭილიანის გავლით, მიწის ზედაპირიდან 3-4 მ-ის სიმაღლეზე წამოწეული თეთრი ხავსის სფაგნუმის გუმბათებამდე გრძელდება. გზად შეიძლება ყვითელი და თეთრი დუმფარების საოცარი სანახაობისა და ჭაობის კუს გადაღება.
მდ. შავ ღელეზე გადასასვლისას შესაძლებელია საქართველოს ფლორის ისეთი იშვიათი სახეობების, ნახვა როგორიცაა: შხაპრი, ყვითელი დუმფარა, ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ცხენისკბილა, შემდეგ მოუხვევს მარჯვნივ მდ. შავ ღელეზე გადასასვლელი ხიდიდან, ჭილიანი ცენოზის გავლის შემდეგ უკვე იწყება ისპანის ნაკრძალი - მსოფლიოს პირველი პერკოლაციური სფაგნუმიანი ტორფნარი ისპანი 2. ვიზიტორი გაივლის ლიანებით გადახლართულ მურყნარ ტყეს, სანამ სფაგნუმიან საფარველს მიაღწევს გაივლის გამყივარების დროინდელი სახეობის, სამეფო გვიმრის საბურველქვეშ. სფაგნუმის „ხალიჩაზე“ გადაადგილებისას, იმის გამო, რომ ზიანი არ მიადგეს ეკოსისტემისათვის დამახასიათებელ, უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმს და ვიზიტორებს გაუადვილდეთ გადაადგილება, დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას ამ მიზნით გააჩნია სპეციალური თხილამურები გასაქირავებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქობულეთი დაცული ტერიტორიები
ტელ: +995 577 10 18 97
ელ-ფოსტა: knrispani@gmail.com
Facebook: ქობულეთის დაცული ტერიტორიები / Kobuleti Protected Areas
