ბილიკი იწყება აწყურის რეინჯერთა საგუშაგოდან, ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს რეინჯერთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრების გავლით მარელისის რეინჯერთა საგუშაგომდე (ან პირიქით). ბილიკის მთლიანი სიგრძე არის 54 კმ. ბილიკი მიუყვება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ისტორიულ გზას. იგი კვეთს მთლიან პარკს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ბილიკზე გვხვდება პარკის უმაღლესი მწვერვალი მთა სამეცხვარიო 2 642მ. ბილიკი მოქმედებს მაისიდან ნოემბრამდე.
დღე 1: აწყურის რეინჯერთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტთა თავშესაფრამდე - 16 კმ.
დღე 2: ამარათის ტურისტთა თავშესაფრიდან სამეცხვარიოს რეინჯერთა თავშესაფრამდე - 9 კმ.
დღე 3: სამეცხვარიოს რეინჯერთა თავშესაფრიდან სახვლარის ტურისტთა თავშესაფრამდე - 19 კმ.
დღე 4: სახვლარის ტურისტთა თავშესაფრიდან მარელისის რეინჯერთა საგუშაგომდე - 10 კმ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ტელ: +995 577 64 04 80; +995 577 10 18 57; +995 577 64 04 44; +995 577 10 18 95
ელ-ფოსტა: borjomkharagauli@gmail.com
Facebook: www.facebook.com/bknp95
სარჩევი
- ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი
- წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
- პანორამების ბილიკი
- ხელუხლებელი ტყის ბილიკი
- ზეკარის უღელტეხილის ბილიკი
- ნაკვალევის ბილიკი
- ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი
- მეღრუკის ხეობა
- მწყემსების ბილიკი
- თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი (1 დღიანი)
- თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი (2 დღიანი)
- ლიკანის ხეობის ბილიკი
