№1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

ბილიკი ლიკანის დასახლებიდან იწყება და მთავრდება სოფ. მარელისში, ხარაგაულის რაიონი (43 კმ) ან პირიქით. ლაშქრობა  სასიამოვნო ხდება  ტიპიურ  ხელუხლებელ ტყეებში და ალპურ და სუბალპურ მდელოებზე. ლომის მთაზე კი  ვიზიტორები დატკბებიან განსაკუთრებული პანორამებით. უმაღლესი მწვერვალი ბილიკზე  არის 2 198 მ ზღვის დონიდან. ბილიკის გავლას  სჭირდება სამი დღე. 

დღე 1: ლიკანიდან  ლომის მთის ტურისტთა თავშესაფრამდე - 15 კმ.

დღე 2: ლომის მთის ტურისტთა თავშესაფრიდან სახვლარის ტურისტთა თავშესაფრამდე - 18 კმ.  

დღე 3: სახვლარის ტურისტთა თავშესაფრიდან მარელისის რეინჯერთა საგუშაგომდე - 10 კმ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ტელ: +995 577 64 04 80;  +995 577 10 18 57;  +995 577 64 04 44; +995 577 10 18 95

ელ-ფოსტა:  borjomkharagauli@gmail.com

Facebook: www.facebook.com/bknp95