ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი შეიქმნა 1995 წელს და მოიცავს 104 083 ჰექტარს. ტყეების დიდი ნაწილი აქ შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

მარშრუტების ქსელი მოგცემთ ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას. ტურისტული ბილიკების სიმაღლე ზღვის დონიდან 800-2 642 მეტრს აღწევს.

ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს 12 სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების, საგანმანათლებლო და კულტურულ ტურს. ბილიკები მარკირებულია და განსხვავდება ერთმანეთისაგან ხანგრძლივობისა და სირთულის მიხედვით. ბილიკების გასწვრივ აშენებულია მარტივი ტურისტული თავშესაფრები. პარკის შესასვლელებში მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, მანქანის გასაჩერებელი ადგილები, ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად.

დამატებითი ტურისტული მომსახურებების ორგანიზება ხდება ეროვნული პარკის რეგიონიდან, როგორიცაა ადგილობრივი ტრანსპორტი, გიდის მომსახურება, ცხენების დაქირავება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ტელ: +995 577 64 04 80;  +995 577 10 18 57;  +995 577 64 04 44; +995 577 10 18 95

ელ-ფოსტა:  borjomkharagauli@gmail.com

Facebook: www.facebook.com/bknp95

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი:  +995 577 90 72 72; 2 72 03 88, 153

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge 

www.apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge