№ 6: ნაკვალევის ბილიკი

ერთდღიანი 13 კმ-იანი  ბილიკი  აკავშირებს ლიკანს და ქვაბისხევს ერთმანეთთან. იწყება №1 ბილიკის  ნაწილის გავლით და № 6 ბილიკზე გადასვლით. ბილიკი ვიზიტორებს სთავაზობს ხელუხლებელ ტყებს და ულამაზეს ხედებს. მათთვის ვისაც სურს მოკლე და ადვილი ლაშქრობა შესაძლებელია ქვაბისხევიდან ტურის დაწყება და ქვაბისხევის ხეობაში ლაშქრობა. ისტორიული ძეგლებიდან აქ გვხვდება მე-9 საუკუნის წმინდა მარიამის ეკლესია და ზემოთიის ციხის ნანგრევები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ტელ: +995 577 64 04 80;  +995 577 10 18 57;  +995 577 64 04 44; +995 577 10 18 95

ელ-ფოსტა:  borjomkharagauli@gmail.com

Facebook: www.facebook.com/bknp95