ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გარკვეულ მონაკვეთებს.

ჯავახეთის ზეგანი საქართველოში დასახლებულ ადგილთა შორის ყველაზე ცივია. მისთვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა და დაბალი საშუალო წლიური ტემპერატურა. ზამთარში ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

ჯავახეთის ზეგანი მოიცავს საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებს. მისი უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული (3 300 მ). კავკასიის რეგიონში ჯავახეთი გამოირჩევა უნიკალური სუბალპური მდელოებით, მთის სტეპებით, ტბებითა და ჭაობებით. იგი აღიარებულია გადამფრენ და მობინადრე ფრინველთათვის გლობალური მნიშვნელობის ადგილად. აქ ბევრია გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებიც შეტანილია საქართველოსა და საერთაშორისო (IUCN) წითელ ნუსხაში.

ჯავახეთის ზეგანზე ექვსი შედარებით დიდი ტბა გვხვდება, ესენია: კარწახი, ხანჩალი, მადათაფა, საღამო, ფარავანი და ტაბაწყური. ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრია მცირე ზომის ტბა და ჭაობი.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს (13498,02ჰა), კარწახის აღკვეთილს (157,5 ჰა), სულდის აღკვეთილს (309,3 ჰა), ხანჩალის  აღკვეთილს (727,3 ჰა), ბუღდაშენის აღკვეთილსა (119,3 ჰა) და მადათაფას აღკვეთილს (1398 ჰა).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

 

ტელეფონი: +995 577 64 04 82

ელ. ფოსტა: takwwf@gmail.com

www.apa.ge

Facebook: ჯავახეთის დაცული ტერიტორიები / Javakheti Protected Areas

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი: +995 577 90 72 72;  2 72 03 88; 153

ელ.ფოსტა: info@apa.gov.ge

www.apa.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge