მანძილი: 22კმ (წრიული)
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: საშუალო სირთულის, საფეხმავლო, ველო, საცხენოსნო
მთავარი ღირსშესანიშნაობები: მადათაფის ტბა
წრიული მარშრუტი იწყება სოფ. სამებიდან და მიუყვება ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს. 6 კმ-ში კონცხის შემაღლებაზე მოწყობილია საპიკნიკე ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ტბაზე და მის აღმოსავლეთ სანაპიროს ყურეებზე. აქვეა სათევზაო ყურე. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც მდ. ბუღდაშენთან ერთად მდ. ფარავანს უერთდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 64 04 82
ელ. ფოსტა: takwwf@gmail.com
Facebook: ჯავახეთის დაცული ტერიტორიები / Javakheti Protected Areas
