მანძილი: 18კმ
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: რთული, საფეხმავლო
მთავარი ღირსშესანიშნაობები: მადათაფის მთა, პანორამული ხედები
მარშრუტი იწყება მადათაფის ტბის მოპირდაპირე მხარეს სოფ. სამებაში, მიემართება ტბის აღმოსავლეთ კონცხისაკენ, საიდანაც უხვევს აღმოსავლეთით და მწყემსების გასაჩერებელი ადგილის გავლით, ადის პლატოზე (ზღ. დ. 2300 მ.). უკან ბრუნდება იგივე მარშრუტით.
მთა მადათაფა ვულკანური წარმოშობის კონუსური მთაა (2714 მ.), საიდანაც იშლება ჯავახეთის პლატოსა და სამსარის ქედის თვალწარმტაცი პანორამა. მთის მწვერვალზე შეინიშნება წრიული მეგალითური ნაგებობის კვალი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 64 04 82
ელ. ფოსტა: takwwf@gmail.com
Facebook: ჯავახეთის დაცული ტერიტორიები / Javakheti Protected Areas
