მანძილი: 3 კმ
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: მარტივი, ველო, საფეხმავლო
მთავარი ღირსშესანიშნაობები: ხანჩალის ტბა
მარშრუტი იწყება სოფ. პატარა ხანჩალიდან (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) და მთავრდება ხანჩალის ტბის დამბის მარცხენა მხარეს. ბილიკი მიუყვება ტბის სანაპიროს, ზღვის დონიდან 1920 მ-ის სიმაღლეზე. მრავალი გადაშენების პირას მყოფი ფრინველი იყენებს ამ ტბას დასაბუდებლად გამრავლების პერიოდში ან მიგრაციის დროს. ტბის ჩრდილო-დასავლეთიდან გაედინება მდ. აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდ. ფარავანს. აქ დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა.
ხანჩალის ტბიდან შესაძლებელია სამხრეთის მიმართულებით, ”ვეფხვის კანიონის” მარშრუტზე გადასვლა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 64 04 82
ელ. ფოსტა: takwwf@gmail.com
Facebook: ჯავახეთის დაცული ტერიტორიები / Javakheti Protected Areas
