მანძილი: 2კმ
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: მარტივი, საფეხმავლო
მთავარი ღირსშესანიშნაობები: ბუღდაშენის ტბა
მარშრუტი იწყება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკას ცენტრიდან, მიუყვება ზღვის დონიდან 2040 მ-ის სიმაღლეზე მდებარე ბუღდაშენის ტბის ნაპირებს და მიემართება ფრინველებზე დაკვირვების კოშკურისკენ. უკან ბრუნდება იგივე მარშრუტით. ტბის სამხრეთ ნაწილში ტერიტორია ძირითადად დაჭაობებულია. გარემო გამოირჩევა გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და ხელუხლებელი სანაპიროთი. აქ მოწყობილია საპიკნიკე ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი და დაშვებულია სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 64 04 82
ელ. ფოსტა: takwwf@gmail.com
Facebook: ჯავახეთის დაცული ტერიტორიები / Javakheti Protected Areas
