ბილიკი: 3 ,,მაჭის ციხე” – უძველესი გზის კვალდაკვალ

მთავარი ღირშესანიშნაობები:  უნიკალური ფართოფოთლოვანი ტყე, ჯაგრცხილის კორომი, წიფლნარის შერეული კორომი, მდ. ბნელიხევი,  მაჭის ციხე (თოღა) და კარის ეკლესია  მე-5 - მე - 12 საუკუნეების ციხე-სიმაგრე.

მიმართულება :   სოფ. მაწიმი (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან სოფ. მაწიმამდე 5 კმ.)

  • მანძილი: 10 კმ.
  • ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3-4 სთ.
  • ცხენით ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 სთ.
  • სირთულე: საშუალო (ნაწილობრივ ციცაბო და ვიწრო ბილიკები, მობილიზებულობა და სათანადო სალაშქრო აღჭურვილობა აუცილებელია).
  • ბუნების ინტერპრეტაცია: აღმოაჩინე ბუნება და ისტორია ბილიკის გასწვრივ განლაგებულ 16 პუნქტში ბროშურების დახმარებით.

ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ბნელიხევის მიმართულებით. გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილი ხავსი, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. რეალურად ქცეულ ზღაპარში მოხვედრილი გავდივართ  წიფლნარის შერეულ კორომს და ვკვეთთ მდ. ბნელიხევს საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შევუყვებით, რომელსაც მივყავართ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე-სიმაგრესთან.

ფეოდალური  ხანის  კახეთის სამეფოს თვალსაჩინო  ციხე-სიმაგრე გარშემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი კარის ეკლესიით, მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით მნახველის თვალწინ აცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.   

გაითვალისწინეთ: გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ბილიკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიემართება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 34; +995 577 10 18 90;   

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge  tshalvashvili@gmail.com

www.apa.gov.ge

Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas