მთავარი ღირსშესანიშნაობები: უნიკალური ფართოფოთლოვანი ტყე, რცხილნარის კორომი, წიფლნარის შერეული კორომი, მდ. შრომის ხევი, როჭოს ჩანჩქერი.
მიმართულება : ვიზიტორთა ცენტრი როჭოს ჩანჩქერი
მანძილი: 9.5 კმ.
ხანგრძლივობა: 3-5 სთ.
სირთულე: საშუალო (ნაწილობრივ ციცაბო და ვიწრო ბილიკები, მობილიზებულობა და სათანადო სალაშქრო აღჭურვილობა აუცილებელია).
ბუნების ინტერპრეტაცია: წყლის ძალა ამ ბილიკის ძირითად თემას წარმოადგენს. აღმოაჩინე ბუნება და ისტორია ბილიკის გასწვრივ განლაგებულ 12 საინტერპრეტაციო წერტილზე ბროშურების დახმარებით.
მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიემართება ფართოფოთლოვანი ტყის საბურველ ქვეშ, მდინარე შრომიხევის მიმართულებით, სადაც გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ.დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. ამის შემდეგ მარშრუტი გაივლის წიფლნარის შერეულ კორომს (რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა) ბილიკი გადაკვეთს მდ. შრომის ხევს და გაუყვება პარალელურად მთა ,,ნინიგორის” მარცხენა ფერდზე, ვიწრო დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკით, საიდანაც მედგრად დაჰყურებთ ხმაურიან მდინარეს, პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გაუნძრევლად განისვენებენ ხეობის სიღრმეში და ბოლოს გამაოგნებელი ხმაური, შხეფები, ცისარტყელა და უზარმაზარ მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილი წყლის მასა, რომელიც 6 მეტრიან წყალვარდნილს, ჩანჩქერს ქმნის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 34; +995 577 10 18 90;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge tshalvashvili@gmail.com
Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas
