ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს დაარსდა, რომელიც წარმოადგენს საქართველოში შექმნილ პირველ დაცულ ტერიტორიას. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მ-მდე მერყეობს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. თუმცა, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (კლიმატური სიმაღლებრივი ზონალურობა) მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ თავისებურებებსაც განაპირობებს. შედარებით მაღალ სარტყელში ზომიერად ნოტიო კლიმატია ცივი ზამთრით და ხანგრძლივი, შედარებით გრილი ზაფხულით. უფრო დაბალი სარტყელი  მკაფიოდ გამოხატული ზომიერი კლიმატური პირობებით ხასიათდება - რბილი ზამთრით და ხანგრძლივი, ცხელი ზაფხულით.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19959  ჰა.) და აღკვეთილს (4573 ჰა.).

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 34; +995 577 10 18 90;   

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge  tshalvashvili@gmail.com

www.apa.gov.ge

Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ტელეფონი: +995 577 90 72 72; 2 72 03 88, 153

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge 

www.apa.gov.ge

Facebook: www.facebook.com/protectedareas.ge