მიმართულება : ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი შავი კლდეების ტბა
მთავარი ღირსშესანიშნაობები: ფართოფოთლოვანი ტყე, რცხილნარის კორომი, წმინდა წიფლნარის კორომი, მდ. ლაგოდეხის ხევი, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედები, პატარ-პატარა ტბები, ჭაობები, შავი კლდეების ტბა.
- მანძილი: 48 კმ.
- ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე
- ცხენით ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე
- სირთულე: რთული (უმეტესად ციცაბო და ვიწრო ბილიკები, მობილიზებულობა და სათანადო სალაშქრო აღჭურვილობა აუცილებელია).
ეს ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ტური ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ალპური ზონისკენ, შედარებით დამრეცი საცხენოსნო ბილიკით, „დაღესტნის ბილიკი“, მთა დიდი ქოჩალოს მიმართულებით მიემართება. აღსანიშნავია, რომ შავი კლდეების ტბა ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
პირველი დღე - გამგზავრება ვიზიტორთა ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრ მეტეომდე. მანძილი - 11.5 კმ, სიმაღლე 1,350 მ. ზღვის დონიდან.
მეორე დღე - გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და უკან. მანძილი - 25 კმ, სიმაღლე 900 მ. ზღვის დონიდან.
მესამე დღე - გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ვიზიტორთა ცენტრში. მანძილი - 11.5 კმ, სიმაღლე 1,350 მ. ზღვის დონიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 34; +995 577 10 18 90;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge tshalvashvili@gmail.com
Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas
