ბილიკი: 2 ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“

მთავარი ღირშესანიშნაობებიუნიკალური ფართოფოთლოვანი ტყე, მდ. ნინოსხევი,  40 მეტრიანი ნინოსხევის ჩანჩქერი.

მიმართულება :  სოფ. გურგენიანი (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან სოფ. გურგენიანამდე 13 კმ.)

  • მანძილი: 5 კმ.
  • ხანგრძლივობა: 4-6 სთ.
  • სირთულე: საშუალო (ნაწილობრივ ციცაბო და ვიწრო ბილიკები, აუცილებელია მობილიზებულობა და სათანადო სალაშქრო აღჭურვილობა).

ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე, ნინოსხევის პარალელურად. მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს. წყალვარდნილის სიმაღლე 40 მეტრამდეა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 34; +995 577 10 18 90;

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge  tshalvashvili@gmail.com

www.apa.gov.ge

Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas