ბავშვებისა და ცნობისმოყვარე უფროსებისათვის: რამდენად სახალისო და სასიამოვნოა ბუნებაში დროის გატარება და მისი ახლოს გაცნობა? აღმოაჩინეთ თქვენთვის აქამდე უცნობი და საინტერესო ინფორმაცია ბუნების შემეცნებითი ბილიკის გასწვრივ მდებარე თორმეტ ინტერაქტიულ წერტილში.
ეს ჯიხვი ტონია. ჩვეულებრივ, ტონი ლაგოდეხის მაღალ და მიუვალ მთებში ცხოვრობს, მაგრამ მას ბუნების შემეცნებით ბილიკზე დაბლა დაშვებაც უყვარს, რათა ბავშვებს და ცნობისმოყვარე უფროსებს დაანახოს, რამდენად საინტერესო და შვების მომგვრელია ბუნება და მის წიაღში დასვენება. ბილიკის გასწვრივ მდებარე თორმეტ საინტერპრეტაციო წერტილში თქვენ სრულიად სხვადასხვაგვარად დაინახავთ, შეიგრძნობთ და შეიმეცნებთ ბუნებას. თქვენს განკარგულებაშია მოსასვენებელი და დროის მხიარულად და ხალისიანად გატარებისათვის გათვალისწინებული პუნქტებიც. ბილიკის სიგრძე 600 მეტრს შეადგენს. ის ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გახსოვდეთ, ტონი გელოდებათ!
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 34; +995 577 10 18 90;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge tshalvashvili@gmail.com
Facebook: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / Lagodekhi Protected Areas
