№6 მიჯნისყურე – სპორტული თევზაობა

მანძილი: 160 კმ

ხანგრძლივობა: 2 დღე

სირთულე: სამანქანო, ველო ბილიკი, რთული

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ალესილები, სპორტული თევზაობა.

მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და მიემართება ვაშლოვანის ცენტრალური შესასვლელისკენ. უსახელოსი გადასახედის გავლით ეშვება მიჯნისყურეში. მდინარე ალაზნის პირას შესაძლებელია ბუნგალოებში ან კარვებში ღამის გათევა, საპიკნიკე ადგილებით სარგებლობა და სპორტული თევზაობა. მდინარე ალაზანზე თევზის დაახლოებით 20 სახეობა ბინადრობს, მათ შორისაა: ლოქო, ფარგა, შამაია, ბლიკა, ღორჯო, ქაშაყი და მტკნარი წყლის სხვადასხვა სახეობის თევზები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 49

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge    nseturidze13@gmail.com

www.apa.gov.ge                     

Facebook: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas