მანძილი: 220 კმ
ხანგრძლივობა: 2 დღე
სირთულე: სამანქანო ინტეგრირებული საფეხმავლოსთან. (საფეხმავლო 3-4 კმ.) რთული
მთავარი ღირსშესანიშნაობები: შავი მთის დედათა მონასტრის ნაშთების დათვალიერება, ჰერეთის ფონი, სპორტული თევზაობა, უსახელოს გადასახედი.
დღე 1:
მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და მიემართება ვაშლოვანის ცენტრალური შესასვლელისკენ. უსახელოსი გადასახედის გავლით ეშვება მიჯნისყურეში. მდინარე ალაზნის პირას შესაძლებელია ბუნგალოებში ან კარვებში ღამის გათევა, ანკესით თევზაობა და საპიკნიკე ადგილებით სარგებლობა.
დღე 2:
შავ მთაზე მოსახვედრად საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდანაც გზა იმედას ხეობისაკენ მიდის და უახლოვდება შავი მთის ტყეებს. აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი შავი მთის დედათა მონასტრის ნანგრევებისკენ. შავი მთის დაცვის სადგურის გავლით შესაძლებელია დედოფლისწყაროში დაბრუნება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 49
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge nseturidze13@gmail.com
Facebook: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas
