№8 დაფარული წყლის სამეფო

  • მანძილი: 190 კმ
  • ხანგრძლივობა: 2 დღე
  • სირთულე: მანქანით მგზავრობის ან, უბრალოდ, ფეხით სიარულის დროს, შესაძლოა მიწაში ღრმა ხვრელებს გადაეყაროთ, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე მეტრსაც კი აღწევს. ნუ გადაუხვევთ ბილიკიდან და იმოძრავეთ ზუსტად ამა თუ იმ ნიშანზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად!
  • მთავარი ღირსშესანიშნაობები: გეოლოგიური წარმონაქმნები.

გეოლოგიური ბილიკი „დაფარული წლის სამეფო“ გეოლოგიურ წარმონაქმნებამდე მიგიყვანთ, რომლებიც ძირითადად პანტიშარას ხეობაში გვხვდება და მიუყვება ეროვნული პარკის თითქმის მთელს ტერიტორიას. მათზე ახლაც დიდ გავლენას ახდენს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ  ვერ ხედავთ, წყალი ყოველთვის აქ არის: ის მიწის ქვეშაა და თვალწარმტაც ლანდშაფტს ქმნის.

ბილიკი იწყება პანტიშარას ხეობაში და მიუყვება ეროვნული პარკის თითქმის მთელ ტერიტორიას.

მნიშვნელოვანია: თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან თქვენ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან მოხვდებით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 49

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge    nseturidze13@gmail.com

www.apa.gov.ge                     

Facebook: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas