№7 ბუღა მოედანი-შავი მთა

მანძილი: 200 კმ

ხანგრძლივობა: 2 დღე

სირთულე: სამანქანო ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის

მთავარი ღირსშესანიშნაობები: საკმლისხიანი და ღვიის კორომები.

 

დღე 1: მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და ჩაუყვება პანტიშარის ხეობას. ხეობის დათვალიერების შემდეგ ვიზიტორები მიემართებიან ვაშლოვანის გადასახედისკენ, საიდანაც ვაშლოვანის ქვაბულისა და საკმლისხიანი კორომების ნახვაა შესაძლებელი. ღამის გათევა შესაძლებელია ცენტრალურ ბუნგალოებსა და კარვებში.

დღე 2: შავ მთაზე მოსახვედრად საჭიროა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდანაც გზა იმედას ხეობისაკენ მიდის და უახლოვდება შავი მთის ტყეებს. აქედან იწყება საფეხმავლო მარშრუტი შავი მთის დედათა მონასტრის ნანგრევებისკენ. შავი მთის დაცვის სადგურის გავლით შესაძლებელია დედოფლისწყაროში დაბრუნება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 49

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge    nseturidze13@gmail.com

www.apa.gov.ge                     

Facebook: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas