№1 არწივის ხეობა

მანძილი: 7 კმ. (საფეხმავლო 2-3 კმ.)

ხანგრძლივობა: 1 დღე

სირთულე: სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის.

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ფრინველებზე დაკვირვება, ენდემური მცენარეების დათვალიერება, ხორნაბუჯის ციხე, ელიას მთა.

მარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან. დედოფლისწყაროდან ხეობის შესასვლელამდე - 5 კმ. ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებიდან  ხეობაში შესაძლებელია გამორჩეული სილამაზის ფრინველებზე დაკვირვება. ესენია: კოლხური ხოხობი, ორბი და შავი ყარყატი. ასევე, საინტერესოა შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის - ხორნაბუჯის ნანგრევების დათვალიერება.

საინფორმაციო ცენტრთან ახლოს მოწყობილია მანქანის გასაჩერებელი მოედანი, საპირფარეშო და საპიკნიკე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 49

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge    nseturidze13@gmail.com

www.apa.gov.ge

Facebook: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas