№3 დართლო-კვავლო

ძირითადი ღირსშესანიშნაობები:სოფელ ომალოს ისტორიული უბანი - კესელო, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი; სოფელი დართლო თავისი ღირსშესანიშნაობებით: ტრადიციული სამართალწარმოების უნიკალური ძეგლი -საბჭეო (ტრადიციული სასამართლო), შუა საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა საყდრები,  საბრძოლო კოშკები, ტრადიციული საცხოვრებელი ციხე-სახლები, არქეოლოგიური ზონა; სალოცავი სოფელ დანოში, კვავლოს საბრძოლო კოშკი და სოფლის არქიტექტურა.

მანძილი: 38 კმ.

ხანგრძლივობა: 2 დღე

სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო

მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და ომალოს გავლით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილ – ღელეზე, საიდანაც კავკასიონის მთათა სისტემის ულამაზესი ხედები იშლება. უღელტეხილი ღელედან ბილიკი მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობს დართლოს მიმართულებით. დართლოს შემდეგ კი მოინახულებთ სოფელებს -დანოს და კვავლოს და იგივე გზით დაბრუნდებით უკან ვიზიტორთა ცენტრში.

დღე 1:ვიზიტორთა ცენტრი - სოფელი ზემო ომალო - ომალოს ისტორიული უბანი - კესელო და ეთნოგრაფიული მუზეუმი - ქუე -უღელტეხილი ღელე - სოფელი დართლო. მანძილი 18 კმ. საშუალოდ 5-6 სთ.

დღე 2:სოფელი დართლო - სოფელი დანო - სოფელი კვავლო - სოფელი დართლო - უღელტეხილი ღელე - ქუე - ბუცეს ხედი - ვიზიტორთა ცენტრი. მანძილი  22 კმ. საშუალოდ 6-7 სთ.

ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ დართლოში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park