ძირითადი ღირსშესანიშნაობები: შენაქო - თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი და მისი XIX სკ-ის ტაძარი; სოფელი დიკლო და ძველი დიკლოს ნანგრევები; შთამბეჭდავი ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები; კავკასიონის მთები და აგეურთის ციხის ნანგრევები. ფრინველთა მრავალფეროვნება, ტრადიციული ლუდსახარშის ნახვისა და ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა.
მანძილი: 33 კმ.
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო
მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის სოფლებს - ომალოს, შენაქოს, აგეურთას და მთავრდება სოფელ დიკლოში.
დღე 1: ვიზიტორთა ცენტრი - სოფელი ომალო- სოფელი შენაქო- სოფელი დიკლო. მანძილი - 13 კმ. საშუალოდ 4-5 სთ.
დღე 2: სოფელი დიკლო- ძველი დიკლო - აგეურთის ციხის ნანგრევები-სოფელი ომალო - ვიზიტორთა ცენტრი. მანძილი - 20 კმ. საშუალოდ 5-6 სთ.
ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ დიკლოში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com
Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park
