ძირითადი ღირსშესაშენიშნაობები: სოფელ ომალოს ისტორიული უბანი - კესელო,ეთნოგრაფიული მუზეუმი,უნიკალური ალპური მდელოები და სოფელ დოჭუს უნიკალური არქიტექტურა.
მანძილი: 49 კმ.
ხანგრძლივობა: 3 დღე
სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, რთული
ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ქუეს გავლით ადის ღელეზე, საიდანაც მიემართება გომეწრისა და პირიქითის წყალგამყოფ - მაკრატელას ქედზე გონთას მთის მიმართულებით და ადის ნაყაიჩოს უღელტეხილზე. ბილიკი ნაყაიჩოდან ჩადის სოფელ ჯვარბოსელში და გომეწრის ხეობით ბრუნდება ომალოში.
დღე 1: ომალო-გონთას მთა, დაახლოებით 12 კმ. საშუალოდ 4-5 სთ.
დღე 2: გონთას მთა-ნაყაიჩოს უღელტეხილი-ჯვარბოსელი. დაახლოებით 10 კმ. საშუალოდ 4-5 სთ.
დღე 3: ჯვარბოსელი-დოჭუ-ომალო. დაახლოებით 27 კმ. საშუალოდ 6-7 სთ.
ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ ჯვარბოსელში ან ვერხოვანში .
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com
Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park
