№1 ვიზიტორთა ცენტრი

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ფიჭვის ტყეში ჩაფლული ვიზიტორთა ცენტრი და გადასახედი თვალწარმტაცი ხედებით.

მანძილი: 1 კმ.

ხანგრძლივობა: 1 სთ.

სირთულე: საფეხმავლო, მარტივი

წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება ვიზიტორთა ცენტრთან. მისი გავლა ერთ საათშია შესაძლებელი. ტერიტორია გარშემორტყმულია ფიჭვნარი ტყით. ვიზიტორთა ცენტრის აღმოსავლეთ ნაწილში არის თვალწარმტაცი პეიზაჟი, მთის გასაოცარი, პანორამული  ხედებით, საიდანაც შეგიძლიათ დაინახოთ გარშემო მდებარე სოფლები -ქუმელაურთა, ცოკლათა, ჩიგლაურთა და ხახაბო. ბილიკის გასწვრივ შეგიძლიათ ისარგებლოთ საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებით.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park