ძირითადი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს ისტორიული უბანი - კესელო, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი - სოფელი დართლო თავისი ღირსშესანიშნაობებით: ტრადიციული სამართალწარმოების უნიკალური ძეგლი - საბჭეო (ტრადიციული სასამართლო), შუა საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა საყდრები, საბრძოლო კოშკები, ტრადიციული საცხოვრებელი ციხე-სახლები, არქეოლოგიური ზონა; ვერხოვანის სასტუმრო-კოშკი, სოფელ დოჭუს არქიტექტურა, ალპური მდელოები.
მანძილი: 74 კმ.
ხანგრძლივობა: 4 დღე
სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, რთული
მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გადადის პირიქითის ხეობაში. სოფელ ფარსმასთან საცალფეხო ხიდით კვეთს პირიქითა ალაზანს, ადის ნაყაიჩოს უღელტეხილზე და ჩადის გომეწრის ხეობაში, სოფელ ჯვარბოსელთან, საიდანაც ბილიკი შედის წოვათის ულამაზეს ხეობაში. წოვათიდან უკანა გზაზე გომეწრის ხეობის გავლით დაბრუნდებით ვიზიტორთა ცენტრში.
დღე 1: სოფელი ომალო - სოფელი ჭეშო. მანძილი - 27კმ. საშუალოდ 7-8 სთ.
დღე 2: სოფელი ჭეშო - ნაყაიჩოს უღელტეხილი - სოფელი ვერხოვანი / სოფელი ჯვარბოსელი. მანძილი - 13კმ. საშუალოდ 6-7 სთ.
დღე 3: სოფელი ვერხოვანი / სოფელი ჯვარბოსელი - წოვათა (სოფელი წარო) - სოფელი დოჭუ. მანძილი - 22კმ. საშუალოდ 6-7 სთ.
დღე 4: სოფელი დოჭუ - სოფელი ომალო (ვიზიტორთა ცენტრი). მანძილი - 12კმ. საშუალოდ 3-4 სთ.
ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ ვერხოვანში, ჯვარბოსელსა და დოჭუში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com
Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park
