მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს გარშემო არსებული ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, სიყვარულის ციხე (როგორც თუშური გადმოცემებიდან ცნობილია, ვინც ამ ადგილას სიყვარულთან დაკავშირებულ სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად შეუსრულდება).
მანძილი: 8 კმ.
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: საფეხმავლო, საშუალო
მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და დაახლოებით 1.5 კმ მანძილზე შენაქოსკენ მიმავალ სამანქანო გზას მიუყვება, რომელსაც საცალფეხო ბილიკი უერთდება და ეშვება პირიქითის ალაზანთან და დაკიდებული ხიდის მეშვეობით გადადის მის მეორე მხარეზე. აქედან კი დაახლოებით 50 მეტრში ბილიკი მარცხნივ უერთდება სიყვარულის ციხისკენ მიმავალ ბილიკს. მარშრუტზე მოძრაობისას შესაძლებელია ნიამორებსა და ფრინველებზე დაკვირვება. იგივე გზით ბრუნდებით ვიზიტორთა ცენტრში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com
Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park
