ძირითადი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს ისტორიული უბანი - კესელო, ეთნოგრაფიული მუზეუმი, შთამბეჭდავი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ქუეს პანორამული გადასახედი ნიამორებზე დასაკვირვებლად.
მანძილი: 13 კმ.
ხანგრძლივობა: 4-5 სთ.
სირთულე: საფეხმავლო, მარტივი
წრიული მარშრუტი იწყება და მთავრდება ვიზიტორთა ცენტრთან. ბილიკი გაივლის სოფელ ომალოს და ჩადის ქუეში. ომალოში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული უბანი - კესელო თავისი ციხე-სახლებით და ერთ-ერთ ციხეში განთავსებული ეთნოგრაფიული მუზეუმით. ომალოდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს ქუეს პანორამული გადასახედი, რომლიდანაც შესაძლებელია ნიამორზე (Capra aegagrus) და ასევე მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com
Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park
