№9 ორეთის ტბა

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ფიჭვის ტყე, მეცხვარის სახლი, ორეთის ტბის ლამაზი ხედები, თოვლიანი მდელოებიდა მოზაიკური პეიზაჟი ადრეულ სეზონზეაყვავებული დეკის ბუჩქებით, მაღალი მთის წყაროები, გზაზე მსხვილ ძუძუმწოვარი ცხოველების, კავკასიური როჭოსა (Tetraomlokosiewiczi) და მტაცებელი ფრინველების ნახვა.

მანძილი:22 კმ.

ხანგრძლივობა:2 დღე

სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან საფეხმავლო ბილიკი ადის ორეთის ტბაზე, საიდანაც თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკზე მოძრაობისას შესაძლებელია წააწყდეთ მტაცებლების (დათვი, მგელი და ფოცხვერი) კვალს.

 

დღე 1:ვიზიტორთა ცენტრი-ქუმელაურთა-ორეთის ტბა. დაახლოებით 11 კმ. საშუალოდ 5-6 სთ.

დღე 2:ორეთის ტბა-ქუმელაურთა-ვიზიტორთა ცენტრი. დაახლოებით 11 კმ. საშუალოდ 5-6 სთ.

ღამისთევა კარავში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park