№4 დაქუეხი

ძირითადი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ულამაზესი სოფლები: ომალო, დართლო, ჭეშო, ფარსმა და გირევი; შუასაუკუნეების ციხეები; პირიქითის ხეობისა და აწუნთის გადასასვლელის პეიზაჟები; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ჰაბიტატი; ფრინველთა მრავალფეროვნება; ხევსურეთის გამორჩეული სოფლების - მუცოსა და შატილის არქიტექტურა.

მანძილი: 75 კმ.

ხანგრძლივობა: 4-6 დღე

სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, რთული

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და პირიქითის ხეობის გავლის შემდეგ ადის აწუნთის უღელტეხილზე, საიდანაც თუშეთის და ხევსურეთის ულამაზესი ბუნების თვალწარმტაცი ხედი იშლება. აწუნთის უღელტეხილიდან (ხევსურეთი), მუცოს გავლით ბილიკი მიდის შატილში.

დღე 1: სოფელი ომალო  – სოფელი დართლო. მანძილი - 18 კმ. საშუალოდ 5-6 სთ.

დღე  2: სოფელი დართლო – სოფელი გირევი. მანძილი - 14 კმ. საშუალოდ 4-5 სთ.

დღე  3: სოფელი გირევი  – ქვახიდი. მანძილი - 16.5 კ.მ. საშუალოდ 5-6 სთ.

დღე  4: ქვახიდი– ხიდოტანი.საშუალოდ 6-7 სთ.

დღე  5: ხიდოტანი– სოფელი მუცო. საშუალოდ 5-6 სთ.

დღე6: სოფელი მუცო  – სოფელი შატილი. საშუალოდ 6-7 სთ.

ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ დართლოსა და გირევში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park