№8 დოჭუ

ძირითადი ღირსშესანიშნაობები: სოფლები: ხახაბო, გოგრულთა, დოჭუ და ბოჭორნა, ფიჭვის ტყეები, ალპური მდელოები, ნიამორებზე დაკვირვება.

მანძილი:29 კმ.

ხანგრძლივობა:2 დღე

სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ჭაჭახოვანის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის - ხახაბოს გავლით გადადის გომეწრის ხეობაში და კვეთს სოფლებს: გოგრულთას,  დოჭუს და  ბოჭორნას, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალი სოფელია და ზღვის დონიდან 2350 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.თქვენს თვალწინ გადაშლილია გომეწრის და ჭანჭახოვანის ხეობების შთამბეჭდავი ლანდშაფტის.

დღე 1: ომალო-ხახაბო-გოგრულთა-დოჭუ. დაახლოებით 12 კმ. საშუალოდ 6-7 სთ.

დღე 2:დოჭუ-ომალო. დაახლოებით 17 კმ. საშუალოდ 6-7 სთ.

ღამისთევა შესაძლებელია კარავში ან საოჯახო სასტუმროში სოფელ დოჭუში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;

ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com

www.apa.ge

Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park