ძირითადი ღირსშესანიშნაობები: სოფელ ომალოს ისტორიული უბანი - კესელო და ეთნოგრაფიული მუზეუმი,ფრინველებზე - ორბზე და სხვა ენდემებზე, ასევე ნიამორებსა (Capra aegagrus) და ჯიხვებზე (Capra caucasica) დაკვირვება. ბილიკის გასწვრივ გადაშლილია გომეწრისა და ალაზნისთავის ხედები.
მანძილი:68 კმ.
ხანგრძლივობა: 3 დღე
სირთულე: საფეხმავლო, საცხენოსნო, საშუალო/რთული
მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის - გომეწრის გავლით გადადის ალაზნისთავის ხეობაში, სადაც შესაძლებელია 12 ვიზიტორზე გათვლილ ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევა.
დღე1:ომალო - ჯვარბოსელი/ვერხოვანი. დაახლოებით 27 კმ. საშუალოდ 7-8 სთ.
დღე 2: ჯვარბოსელი/ვერხოვანი - ტურისტული თავშესაფარი. დაახლოებით 29 კმ. საშუალოდ 7-8 სთ.
დღე3: ტურისტული თავშესაფარი - ბორბალოს მთა. დაახლოებით 12 კმ. საშუალოდ 3-4 სთ.
ღამისთევა შესაძლებელია კარავში, ტურისტულ თავშესაფარში ან საოჯახო სასტუმროში ჯვარბოსელში ან ვერხოვანში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელეფონი: +995 577 10 18 92; +995 577 10 18 91;
ელ. ფოსტა: info@apa.gov.ge gio.bakuridze@gmail.com soporainauli@gmail.com
Facebook: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park
